ბაღდათში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
“ბაღდათის მუნიციპალიტეტში, გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე წაბლის სახეობის I ხარისხის დაუფირნიშებელი 3 მორი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტომანქანა დაილუქა, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, ხოლო საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.