“ქუთაისის სოციალური საცხოვრისის შენობიდან
გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მკურნალობის ხარჯებს ქუთაისის მერია სრულად დაფარავს”,- ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური საცხოვრისის პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, საკითხზე აქტიური მუშაობა უკვე დაწყებულია.
უბედური შემთხვევა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დღეს მოხდა. 13 წლის გოგონა შენობის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა.
არასრულწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.