უბედური შემთხვევა მოხდა ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში.
შენობის მეოთხე სართულიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.
არასრულწლოვანი გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.