ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში არსებული შადრევანი განახლდება.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზაზა ჩხიკვაძის თქმით, შადრევანი ელექტრონულად მართვადი იქნება.
“შადრევანი მუსიკის თანხლებით იმუშავებს. ძალიან ეფექტური იქნება წყლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჭავლებით. იქნება პროგრამულიც,”-განაცხადა ჩხიკვაძემ.
შადრევანის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადებულია. ტენდერის ღირებულება 200-250 000 ლარის ფარგლებშია.