ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმის არსებითი განხილვა დასრულდა.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განაჩენს დღეს გამოაცხადებს.
ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუტარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.