საზოგადოება
სააპელაციო სასამართლომ ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა
ქუთაისელი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლე თეიმურაზ სვანიძემ საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ.

"ჩემი აზრით, თავად სასამართლო ვერ გაერკვია რას ედავება ირაკლი მერკვილაძეს. საქმის განხილვა მოსამართლემ ერთპიროვნულად დაიწყო და ჩვენთვის გასაგები იყო, რომ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ეს არის სისტემური პრობლემა. პაციენტი რეალურად ფილტვების ანთებით, არასათანადო საცხოვრებელ პირობებში ყოფნით გარდაიცვალა და არა საკეისრო კვეთის არასწორად ჩატარებით,"-განაცხადა ირაკლი მერკვილაძის ადვოკატმა ზაზა ხაჟალიამ.

ზაზა ხაჟალიას თქმით, მერკვილაძე საქართველოს პრეზიდენტისაგან შეწყალებას არ მოითხოვს და საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებს.

ქუთაისის N2 ახალი სამშობიაროს მთავარმა ექიმმა ირაკლი მერკვილაძემ 22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა 2013 წელს ჩაუტარა. პაციენტი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მერკვილაძეს პაციენტის დედა ალა მატინოვა მისი შვილისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებდა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერის პორტრეტი, რომელიც იტალიაში ქუთაისელი მხატვრებს
ვიზიტის დროს დაიხატა, მედიასივრცეში კვლავ აქტიურად განიხილება.
21:29 / 24.09.2018
ქუთაისის მერის პორტრეტი, რომელიც იტალიაში ქუთაისელი მხატვრებს ვიზიტის დროს დაიხატა, მედიასივრცეში კვლავ აქტიურად განიხილება.
ქუთაისის მერიას მანდარიას ქუჩის ფერდობთან და ახალგაზრდობის
გამზირზე
14:35 / 24.09.2018
ქუთაისის მერიას მანდარიას ქუჩის ფერდობთან და ახალგაზრდობის გამზირზე
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
13:38 / 24.09.2018
ქუთაისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერიდან 25
სექტემბრის დღის ბოლომდე
13:00 / 24.09.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერიდან 25 სექტემბრის დღის ბოლომდე
თეთრ ხიდზე მიმდინარე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ განიხილა.
12:07 / 24.09.2018
თეთრ ხიდზე მიმდინარე გაჭიანურებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ განიხილა.
ახალი ამბები
ბესიკ გოფოძე იმერეთის გუბერნატორის მოადგილედ დაინიშნა
16:18 / 24.09.2018
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს
12:21 / 24.09.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - თორნიკე ბარათაშვილი პარალამენტის ქუთაისიდან გადატანაზე
16:13 / 22.09.2018
"ამ ქალაქის სიკვდილს აჩქარებენ" - ასეთია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგნელის,
"სამწუხაროა, რომ მათ ქუთაისი ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად"
16:06 / 22.09.2018
პარალემტის ქუთაისიდან თბილისში გადატანას
გამჭვირვალობის ზრდა და ქალაქის საინვესტიციო პორტფოლიოს ​შექმნა- რა წერია ქუთაისის მერიის ეკონომიკურ და ანტიკორუფციულ გეგმებში
16:05 / 21.09.2018
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის მერიის ეკონომიკური და ანტიკორუფციული გეგმები განიხილა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0798
TRY
TRY
0.4273
USD
USD
2.6184
ამინდი
თბილისი 13 - 24 °C
img
ქუთაისი 13 - 21 °C
img
ბათუმი 16 - 20 °C
img