ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ორპირის კულტურის ცენტრის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად, სასხვენო გადახურვის ნაწილი – 400კვ.მ ფართობი დაიწვა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტყიბულისა და ქუთაისის ჯგუფებმა დროულად შეძლეს ხანძრის ჩაქრობა. ცეცხლი მხოლოდ სახურავის ნაწილს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ერთი სახანძრო კიბე,”-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.