მიმდინარე წლის 9 იანვარს შპს “რამაზ შენგელიას
სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი დაუნიშნეს. თამაზ კიკვაძემ ზურაბ ჩაკეტაძე ჩაანაცვლა. მაშინ ჩაკვეტაძემ თანამდებობდა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ირკვევა, რომ შპს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის” დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი შენგელიას ნათლიაა. სტადიონის დერექტორად კი ადგილობრივი არჩევნებიდან რამდენიმე თვეში დაინიშნა.
სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება, მიუხედავად იმისა რომ სტადიონს კერძო კლუბი “ტორპედო” იყენებს. ახალ პოლიტიკურ ცენტრში ” გირჩი” მიიჩნევენ, რომ სტადიონის არგასხვისება ადგილობრივი ჩინოვნიკების ინტერსებშია, რადგან შპს-ში მათი სანათესაოა დასაქმებული.
შპს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის” მოვლას ქუთაისი მერია 238 ათას ლარად ახორციელებს.
საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა.
თემის შესახებ ვრცელ მასალას რადიო “ძველი ქალაქი” შემოგთავაზებთ.