ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა გაგრძელდა.
დღევანდელ სხდომაზე შესავალი სიტყვით პროკურორი გამოვიდა. როგორც გიორგი ხაჩიძემ განაცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს არასწორ ინფორმაციას აწვდის. მისივე თქმით, მერკვილაძემ უყურადღებობა გამოიჩინა და პაციენტი, ვიოლეტა მატინოვა, რეანიმაციაში არ მოათავსა.
პროცესზე სიტყვით ირაკლი მერკვილაძეც გამოვიდა, რომელმაც დასკვნითი სიტყვა წაიკითხა. მერკვილაძის თქმით, მის წინააღმდეგ საქმე “შეკერილია” და ექსპერტიზის დასკვნები გაყალბდა.
შეგახსენებთ, რომ ექიმ ირაკლი მერკვილაძეს 22 წლის პაციენტის, ვიოლეტა მატინოვას დედა უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა. ქუთაისის საქალაქო სასამართლო საქმეს 5 წელი განიხილავდა. ირაკლი მერკვილაძეს სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.