ქუთაისში, შ.პ.ს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის”
გასხვისების აუცილებლობაზე ოპოზიციაში საუბრობენ. სტადიონი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება, მიუხედავად იმისა რომ სტადიონს კერძო კლუბი “ტორპედო” იყენებს. ახალ პოლიტიკურ ცენტრში ” გირჩი” მიიჩნევენ, რომ სტადიონის არგასხვისება ადგილობრივი ჩინოვნიკების ინტერსებშია, რადგან შპს-ში მათი სანათესაოა დასაქმებული. კოკრეტულად ქუთაისის საკრებულოს წევრის, ირაკლი შენგელიას ნათლია თეიმურაზ კიკვაძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო.
“ნათლიამირონები ვართ უკვე წლებია და მიხარია, რომ მყავს კიკვაძის სახით ძალიან კარგი ნათლია. მე რიგითი საკრებულოს წევრი ვარ, ვთვლი რომ ვარ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების და არა მხოლოდ მათი ხმა საკრებულოში. ჩემს დროს ვუთმობ ჩემივე ფუნქცია მოვალეობებიდან გამომდინარე იმ საქმეებს, რაც კეთიდღეობას აუცილებლად მოუტანს ადგილობრივებს. თეიმურაზი მეხუთე მოწვევის საკრებულოს წევრი იყო, ასევე გახლდათ კონსერვატიული ფრაქციის თავმჯდომარე საკრებულოში, ამ ქალაქის სამსახურში იყო მაშინ, როდესაც მე პოლიტიკაში არ ვიყავი. დამამცირებელიც არის ეს განცხადება, რომ ნათლიამირონობას მის დანიშვნასთან რაიმე კავშირი აქვს. ადამიანის კვალიფიკაციას, მის ამაგს, ქალაქისადმი გაკეთებულ თითოეულ საქმეს, ამით შეურაცხყოფას ვაყენეთ. რაც შეეხება სტადიონის გასხვისებას ამ საკითხზე თვითმმართველობაში მსჯელობა არ შემდგარა.”- აცხადებს ირაკლი შენგელია.
შპს “რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის” მოვლას ქუთაისი მერია 238 ათას ლარად ახორციელებს.