ქუთაისში სოციალური საცხოვრისის შესახებ
სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა მოამზადა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შენობა ხარვეზებით აშენდა. – ამის შესახებ მერიაში აცხადებენ, თუმცა თავად დასკვნა არც ჟურნალისტებს და არც საცხოვრისის ბენეფიციარებს უნახავს.
ქუთაისის მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი ამბობს, რომ დასკვნა მშნებელ კომპანია “სანო”-ს გადაუგზავნეს და დაკისრებული ვალდებულების შესრულებისკენ მიუთითეს.
“სამხარაულის ექსპერტიზას დავავალეთ შესწავლა. გუშინ მოვიდა დასკვნა და გადავუგზავნეთ “სანო”-ს და მივუთითეთ, რომ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. გარდა ამისა დასკვნა გადაეგზავნა ძალოვან უწყებებს. რა რეაგირება მოჰყვება ამას უნდა დაველოდოთ”,- განაცხადა გიორგი იობაშვილმა.
ჟურანლისტის კითხვაზე, იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ვიცე მერი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურები ინფრმირებულნი არიან, თუმცა არ აკონკრეტებს საკითხს რომელი უწყება შეისწავლის.