ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის
ბენეფიციარებისა და ვიცე-მერების შეხვედრას ბენეფიციარების მოთხოვნით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს დეპუტატი გიგა შუშანია დაესწრო. შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ სოციალური საცხოვრისის მობინადრეებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას არ აძლევენ და ჩნდება ეჭვი, რომ დასკვნა საერთოდ არ არებობს.
შეხვედრა ქუთაისის მერიაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები შენობიდან გადაყვანას ითხოვენ და ამბობენ, რომ შენობა, სადაც შეასახლეს ავარიულია. შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა და დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები. ქუთაისის ადგილობრვ თვითმმართველობას საცხოვრისის აშენება 2 მილიონზე მეტი დაუჯდა. შენობა 350-მდე ადამიანზეა გათვლილი. ბენეფიციარები 5 წლიანი სარგებლობის უფლებით შეასახლეს.