ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარევაჭრობის
მოწესრიგების მეორე ეტაპი დაიწყო. ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამრეწველო და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე ობიექტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ წესს დაემორჩილნენ.
“ი.ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის მოწესრიგების მეორე ეტაპი დაიწყო. სამრეწველო და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე ობიექტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ წესს დაემორჩილნენ. ამ დრომდე აღნიშნულ ადგილზე მაღაზიები გარედ გამოტანილი პროდუქციით ვაჭრობდნენ, რაც უკვე მოწესრიგებულია. ქალაქის მასშტაბით გარევაჭრობა ჯერ კიდევ მარტის თვიდან აიკრძალა. მერიის ზედამხედველობის სამსახური მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს.”- წერია განცხადებაში.