ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებთან

 

შეხვედრიდან გამოსულმა ქუთაისის ვიცე-მერმა, გიორგი იობაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიას, რომელმაც მერიას სოციალური საცხოვრისი ჩააბარა, ხარვეზების შესახებ მიუთითეს. მან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ დასკვნამ მშნებელობის ხარვეზებით შესრულება დაადასტურა. გიორგი იობაშვილის თქმით, მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს.

ჟურანლისტის კითხვაზე, იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ვიცე მერი ამბობს, რომ ძალოვანი სტრუქტურები ინფორმირებულნი არიან, თუმცა ის არ აკონკრეტებს თუ რომელი უწყება შეისწავლის საკითხს.

ქუთაისის ადგილობრვ თვითმმართველობას საცხოვრისის აშენება 2 მილიონზე მეტი დაუჯდა. შენობა 350-მდე ადამიანზეა გათვლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *