ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები

ვიცე-მერს, იუზა უგულავას ხვდებიან. ისინი ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ და ამბობენ, რომ შენობა, სადაც შეასახლეს ავარიულია. შენობაში ჭერი რამდენჯერმე ჩამოინგრა და დაზიანდა საკომუნიკაციო საშუალებები. 


ქუთაისის ადგილობრვ თვითმმართველობას საცხოვრისის აშენება 2 მილიონზე მეტი დაუჯდა.  შენობა 350-მდე ადამიანზეა გათვლილი. ბენეფიციარები 5 წლიანი სარგებლობის უფლებით შეასახლეს. 5 წლის შემდეგ კი მათი მდგომარეობა უნდა გადაიხედოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *