ზაზა სარალიძის ოჯახს სოლიდარობას ქუთაისში
ახალგაზრდები უცხადებენ. ისინი დილიდან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და ქალაქში მსველობა მოაწყვეს. სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას ემიჯნებიან და აქციას მომავლი თაობის დასაცავად მართავენ.
“ჩვენი მოთხოვნაა ის, რომ ჩვენმა სახელმწიფომ ჩვენმა სახელმწიფო ჩვენი სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება უზრუნველყოს იმით, რომ ქუჩაში რომ გამოვალთ არ გვქონდეს შიში რომ ვიღაც მოგვკლავს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და არანაირი პარტიული ინტერესი არ გვაქვს”,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა თეკლა ნიქაბაძემ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განმეორდეს და სისტემა ძირეულად უნდა შეიცვალოს.
“აქ ვართ იმისათვის, რომ ის სამართლებრივი დარღვევები რაც იყო აღარ განმეორდეს და ის რული ნონსესი, რაც ამ საქმეს თან ახლავს გამოსწორდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და ყველა, სტუდენტები, მოსწავლეები შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ზაზა სარალიძის ოჯახს”- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ბექა ძოწენიძემ.
სტუდენტების პროტესტი ქუთაისში გრძელდება. დღეს ქალაქში კიდევ ერთი სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი და ის 18 საათზე ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა დაიწყოს.