ჭიათურაში, კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ბერების საცხოვრებელი კელიების მოწყობას, წყალ-კანალიზაციის ქსელის გამართვას, არსებული გალავნის რეაბილიტაციასა და შიდა ეზოს კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ასევე, დამონტაჟდება 10-ტონიანი რეზერვუარი, რომელიც როგორც ბერების, ისე “ხარატიშვილის” დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ტერიტორიაზე აშენდება მომსახურების შენობა და იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც, პროექტის მიხედვით, შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება, 1, 4 მლნ ლარით ფინანსდება.