ქუთაისში, მდინარე ოღასკურას კალაპოტის მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 582 ათას 1 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 25 მაისს დასრულდა. ერთადერთი კომპანია, რომელმაც ტენდერში მონაწილეობა მიიღო და რომლის დოკუმენტაციასაც ახლა განიხილავენ შპს ელიტ ბილდერს გრუპია. კომპანია თბილისშია რეგისტრირებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია მზადაა სამუშაოები 582 ათას 1 ლარად შეასრულოს.
შეგახენებთ, რომ მდინარის კალაპოტის მოსაწყობად ტენდერი განმეორებით გამოცხადდა.
თუ კი მერიაში შ.პ.ს ელიტ ბილდერს გრუპის დოკუმენტაციას მოიწონებენ, მას სამუშაოების შესრულება 1 წელიწადში მოუწევს.