დამთვალიერებლებს საკუთარი პროდუქცია შპს “ფარკონმა” და ინდ. მეწარმე ლაშა გურულმაც წარუდგინეს.
შპს “ფარკონი” გუმათში მდებარეობს, რომელიც სხვადასხვა სახის ჩაის, სამკურნალო მცენარეებსა და სუნელებს აწარმოებს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი განმარტავს, პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება და გარკვეული რაოდენობა ამერიკასა და ჰონგ-კონშიც იგზავნება.
“პროდუქციის ადგილობრივ ქსელში ჩაშვება ახლახანს დავიწყეთ, თუმცა ნაწარმი ნედლეულის სახით ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია გადის. გამოფენაზე პროდუქცია ქილებითაც გვაქვს წარმოდგენილი, რათა მომხმარებელმა ზუსტად იცოდეს რას მოიხმარს,”-განაცხადა კომპანიის ხარისხის მართვის მენეჯერმა ნათელა ბრუევამ.
ლაშა გურული საბანკო სფეროში მოღვაწეობს და თავისუფალ დროს ღვინის წარმოებას უთმობს. ინდ. მეწარმე ღვინოს საოჯახო მარნის პირობებში ქმნის და წელიწადში 2000 ხელნაკეთ ბოთლ ღვინოს ამზადებს. ღვინოს “ენკენი” ჰქვია, რაც სექტემბრის თვესა და თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში “ენკენობის” დღესასწაულს უკავშირდება.
“ორი სახეობის ღვინო მაქვს წარმოდგენილი. ესენია ციცქა და ძელშავი. ორივე მათგანს ტრადიციული იმერული ტექნოლოგიით ქვევრში ვაწარმოებ. ძირითადად ნაწარმი ქართულ ბაზარსა და ღვინის ბარებში გადის,”-ამბობს ლაშა გურული.
როგორც ინდ. მეწარმე განმარტავს, მას პროდუქციის ექსპორტზე გატანის სურვილი აქვს, თუმცა სურვილის დახმარების გარეშე სისრულეში მოყვანა არ შეუძლია. მისთვის სირთულეს ძირითადად უცხოელი პარტნიორების მოძიება და მათთან მოლაპარაკება წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქის მასშტაბით დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. მათ შორისაა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. დღის ბოლოს დაგეგმილია გალა-კონცერტი.