მაიორის გიორგი პატარაიას თქმით, მოქალაქეები ინტერესს უფრო მეტად ინდივიდუალური სამხედრო ტექნიკის მიმართ იჩენენ.
დღის ბოლომდე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი. ღონისძიებების სერია გალა-კონცერტით დასრულდება. ცისფერყანწელთა ქუჩაზე, 20:00 საათზე ქუთაისელებისათვის ჯგუფი “ეგარი”, ლაშა რამიშვილი, თიკა მახალდიანი და თორნიკე ყიფიანი იმღერებენ.