წყალტუბოს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ქანდაკებები ააიპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრმა” აღადგინა.
“გოგონა ბურთით”, ” ქალი ქართულ სამოსში”, “მორბენალი გოგო” – ცენტრალურ პარკში კურორტის აღმშენებლობის დროს, 50-იან წლებში, ჯანმრთელობის სიმბოლოდ დაიდგა და დღემდე წყალტუბოს ისტორიის განუყოფელ ნაწილად იქცა.