ქუთაისში ენერგიის დამზოგავი ველოსიპედი დაიდგა,

რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ერთი მხრივ, გამოიმუშავოს ენერგია, და მეორე მხრივ, დამუხტოს ანდროიდის სისტემის მობილური ტელეფონები და გაჯეტები. 

იდეის ავტორი და განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგია”.

“ენერგიის დამზოგავი ველოსიპედების აწყობაზე მუშაობა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება, მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები. ენერგიის დამზოგავი ველოსიპედებით გვინდა, ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება,” – ამბობს RICDOG-ის გენერალური მდივანი ეკატერინე მარუქაშვილი.

ენერგიის დამზოგავი ველოსიპედები მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით დამონტაჟდა. 

ველოსიპედები RICDOG-მა პროექტის “Сharging Eco Space”-ის ფარგლებში განათავსა. პარკში განთავსებული ველოსიპედების სკვერს სიმბოლურად “Сharging Eco Space” ეწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *