ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ქუთაისელებს
“გვირილობის” დღესასწაულს ულოცავს.
“პირველ რიგში, მინდა, ჩვენს თანაქალაქელებსა და სრულიად საქართველოს მივულოცო ორმაისობა. დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, ფესტივალები. ღონისძიებები ორ დღეზეა გაწერილი და ხვალ დასრულდება თეთრ ხიდზე რეზო გაბრიაძის ახალი ფილმით “ქუთაისი”,- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან დაიწყო. ქალაქის მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლეს.
ამ დროისთვის ქალაქში სხვადასხვა ტიპის გასართობი და კულტურული ღონისძიებები მიმდინარეობს.