გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა, ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მოედნის პარალელურად,
მუხნარის ტყეშიც მიმდინარეობს.
ტერიტორიაზე იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგელებისათვის სივრცეები გამოიყო, სადაც მათ საკუთარი ნაწარმი გამოფინეს.
ბაღდათის მუნიციპალტეტმა ქუთაისელებისათვის ღვინო, მინერალური წყალი, ყველი წარმოადგინა. ასევე, წიგნების კუთხე მოაწყო.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და თექისაგან შექმნილი აქსესუარები გამოფინეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა მუხრანის ტყეში შეკრებილ ქუთაისელებს ფოლკლორი შესთავაზა. ასევე, მოქალაქეებს აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების დათვალიერება შეეძლოთ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის კუთხესთან მისულ მოქალაქეებს “ტყიბულის ჩაის” დაგემოვნება შეეძლოთ. გარდა ამისა, მათ ცნობილი კინოფილმიდან ინსტალაცია და ნახშირმზიდი ვაგონიც დახვდათ.
ხონის მუნიციპალიტეტმა “გვირილობა” ქუთაისს ხელნაკეთი ნივთებით, თოჯინებითა და თიხის ნაწარმით მიულოცა.
გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მუხნარის ტყეში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებაც ეწყობა.