ქუთაისში ტაქსის კერძო კომპანია “მაქისმის”
მიერ დაქირავებულმა მძღოლებმა გაფიცვა დროებით შეწყვიტეს. გუშინ მათ მერიასტან აქცია გამართეს, მათ მოგვიანებით ქუთაიაის მერის მოადგილე იუზა უგულავა შეხვდა.
როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი, გაფიცული მძღოლები კერძო კომანიის წარმომადგნელებს ესაუბრნენ და განუცხადეს, რომ მომავალ კვირას, 1 მაისს, შეხვედრა შედება, სადაც მათი მოთხოვნების ნაწილს დააკმაყოფილებენ.
შეგახსენებთ, მძღოლების მთავარი მოთხოვნა ტარიფის გაზრდა იყო, რაზეც კომპანია უარს აცხადებდა.