პირველი რესპუბლიკის თემაზე ქუთაისში
“რა? სად? როდის?” იმართება. ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივია. ქუთაისის პარალელურად თამაში ბათუმსა და თბილისში ტარდება. ნახევარფინალური და ფინალური თამაშისათვის კითხვები 1918-21 წლების ისტორიიდანაა.
ფინალში 370 სკოლიდან 60 საკუეთესო შედეგის მქონე გადავა. დასკვნითი ეტაპი 21 მაისს დედაქალაქში ჩატარდება.
გამარჯვებულებს ეროვნული არქივი პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვებს.