ქუთაისში “გვირილობის” დღესასწაულის აღნიშვნა 2 მაისს დაწყება.

პირველი ღონისძიება დილის 10 საათზე, ბაგრატის ტაძრის ეზოში მოეწყობა, ხოლო დღის ბოლოს გალა-კონცერტი გაიმართება. რაც შეეხება 3 მაისს, დღესასწაულის აღნიშვნა ამ დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი ღონისძიებებითა და გამოფენა-გაყიდვებით დაიწყება და მონ პლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე Dj შოუთი დასრულდება.

გთავაზობთ დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს:

2 მაისი

10:00 – ბაგრატის ტაძრის ეზო – ქუთაისის დალოცვა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს მიერ;

11:00  -სამი ოთარის ძეგლის პატივგება;

11:00 – დიპლომატიური კორპუსის მიღება მერიაში;

12:00  -დან-მერიის მიმდებარე ტერიტორია – ააიპ ბაღების გაერთიანების ორგანიზებული ფოტოგამოფენა;

12:30 -მესხიშვილის თეატრის წინ- ფლეშმობი სპექტაკლ ,,პიგმალიონის”” თემაზე;

12:00 -14:00- სთ ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორია- ააიპ კულტურულ, საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანება: კლასიკური და ფოლკლორული კონცერტები, ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის გამოფენა “ბაგრატის ტაძარი, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ბავშვებისთვის, სამხატვრო კონკურსი;

12:00 -დან- ცენტრალური მოედანი- ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა;

13:30 – 14:00- საკარნავალო მსვლელობა ორკესტრის, გიმნაზისტებისა და XIX საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობების მონაწილეობით;

14:00- ქალაქის სტუმრების მიღება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში; 

13:00 – დღის ბოლომდე ცენტრალურ ბაღი – ფოტოგამოფენა  “ქალაქი  ობიექტივში”;

16:30- ცენტრალური ბაღი- ქალაქური მუსიკის კონცერტი: ნუკრი კაპანაძე, ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი, სალომე ბაკურაძე, გიორგი მეფისაშვილი​, დები აბულაძეები, ტრიო “ბალადა”, “ჩვენი კვარტეტი”.

11:00 – 14:00-პირველი სკოლა – გოეთეს ინსტიტუტის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები;

14:00- მ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი- გამოფენა “ჯრუჭის მონასტრის საგანძური”;

14:00-დან- ოქროს ჩარდახი- ნუმიზმატების გამოფენა;

14:00-დან-“ქუთაისობის აღნიშვნა მუხნარის ტყეში” – იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად;

12:00-დან- ცენტრალური ბაღი- კოლონების მიმდებარე ტერიტორია; ყვავილების გამოფენა-გაყიდვა;

13:00-19:00- მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია- ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა;

13:00-დან 18:00- პირველი სკოლის წინ- წიგნების გამოფენა-გაყიდვა, 15:30 – დათო ტურაშვილის საჯარო ლექცია, გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის საგანმანათლებლო პროგრამა “კულტურული მემკვიდრეობა ბავშვებს”;

13:00-დან- დღის ბოლომდე- საბავშვო სივრცე ფალიაშვილის ქუჩაზე;

13:00 -დან 18:00- ვერიკოს სკვერი- ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.

13:30-დან დღის ბოლომდე – თიბისი გალერეა – ხელნაკეთი  თოჯინების გამოფენა;

17:00 – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი – გამოფენა ლაღიძის წყლების თემაზე და იშვიათი სახეობის ქართული ყველის გამოფენა-გაყიდვა;

21:00-23:00- გალა კონცერტი ცენტრალურ მოედანზე- ჯგუფები: “ფრანი”, “33ა”.

3 მაისი

მთელი დღის განმავლობაში კვლავ აქტუალური იქნება ყვავილების, ხელნაკეთი ნივთებისა და წიგნების გამოფენები.

11:00-დან-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის დეკორატიულ გამოყენებითი ქსოვილებისა და მოდელების გამოფენა,  ფოლკლორული ანსამბლების “ადილასა” და “კოლხას” კონცერტი, FაბLაბ-ის სტარტაპების გამოფენა, კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა;

14:00 – თიბისი გალერეა- ახალგაზრდა მხატვრების გამოფენა “ფუნჯის მემკვიდრეები”;

15:00
კინოთეატრი “საქართველო”
ლაშა გაგოშიძის ფილმი “თეჯირს მიღმა”
20:00 – ცენტრალური მოედანი- კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით;

20:30 -თეთრი ხიდი- რეზო გაბრიაძის ნახატების მიხედვით შექმნილი ფილმის “ჰაი, ჰარალე, დედაო!” ჩვენება, რეჟისორი ლ. გაბრიაძე(ფილმს საფუძვლად უდევს რ. გაბრიაძის ნაწარმოები “ქუთაისი-ქალაქია” და ასახავს მწერლის ბავშვობას ქუთაისში);

22:30-დან მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორია- Dj შოუ.

“გვირილობა 2018” განსხვავებულად აღინიშნება მუხნარის ტყეში. წელს იმერული სუფრის პრეზენტაციის ნაცვლად, ადგილზე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე, გაიყიდება გვირილები, შემოსული თანხა კი ტუბერკულოზით დაავადებულთა დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *