ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ

სამოქმედო გეგმა განიხილა. აღნიშნული გეგმა ოთხი ძირითადი ნაწილისაგან შედგება, რომლებიც გენდერული საბჭოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირებას, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებასა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებს მოიცავს.

ამ ეტაპზე სამოქმედო გეგმა 2018 წელზეა გაწერილი.

“გვინდა, საინფორმაციო შეხვედრები გავმართოთ თვითმმართველობის თანამშრომლებისათვის, რაშიც ჩვენი პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგრნლები დაგვეხმარებიან. ჩვენი მიზანია, ადგილობროვ თვითმმართველობაში გაჩნდეს სივრცე, სადაც ჩვენ გვექნება ერთი საკომუნიკაციო ენა და შევძლებთ კომპეტენტუტად ვისაუბროთ. აქტივობების განხორციელების შემდეგ მივიღებთ ბიუჯეტს, რომელიც იქნება გენდერულად მგრძნობიარე”,- განაცხადა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ანა შალიკიანმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *