ქუთაისის მერიამ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის
დღის აღსანიშნავად ღონისძიებების ორგანიზებისათვის ტენდერი გამოცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქში 10-მდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გამართვა იგეგმება.
გამოფენები ღია ცის ქვეშ, ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, ღია ცის ქვეშ სხვადასხვა ღონისძიებები (დაზუსტდება), ცისფერყანწელთა თემაზე პერფომანსი მინიმუმ 4 მსახიობის მონაწილოებით. იგეგმება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის ჩაცმის სტილის შესაბამისად ჩაცმული მსახიობების (10 პირი) მოწვევა. ასევე პანტომიმის მსახიობების ჩართვა ღონისძიბებში – 1 ჩარლი ჩაპლინი, 2 მიმის კოსტიუმით, 2 ქანდაკების კოსტიუმით, 1 რობოტის კოსტიუმით, ტრადიციულად გაიმართება საბავშვო წარმოდგენები 14:00-დან 17:00 სთ-მდე, ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მსვლელობა ღია ცის ქვეშ რეაბილიტირებულ უბანში (სულ 8 მსახიობი).
ასევე იქნებიან მსახიობები, რომლებიც განასახიერებენ აკაკი წერეთელს და პირველ ქართველ კინემატოგრაფისტს, ვასილ ამაშუკელს. გარდა ამისა, იგეგმება მომღერალ მამაკაცთა კვარტეტის მოწვევა, რომელთა ასაკი იქნება 25 წლიდან 40 წლამდე და რომელთა რეპერტუარში იქნება ქუათაისისთვის დამახასიათებელი ქალაქური ფოლკლორი.
ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.