ქუთაისში, თბილისის ქუჩის, თბილისის ქუჩის პირველი,
მე-2 და მე-4 ჩიხების გზა ასფალტო ბეტონის საფარით მოეწყობა. დაგეგმილია ღვარსადენების მოწესრიგებაც. შესაბამისი ტენდერი ქუთაისის მერიამ უკვე გამოაცხადა.
სამუშაოების შესასრულებლად მილიონ 57 ათას 801 ლარია გამოყოფილი.
“მიმწოდებელმა” ქალაქ ქუთაისში, თბილისის ქუჩის, თბილისის ქუჩის პირველი, მე-2 და მე-4 ჩიხების გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 120 (ას ოცი)კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 12 მაისს იწყება და 17 მაისს მთავრდება.