ქუთაისში ტაქსის მძღოლები ტარიფების გაზრდას ითხოვენ.
კომპანია “მაქსიმის” მძღოლები სამუშაოზე დაბრუნებას მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ.
“ეს ჩვენი სამსახური და პროფესიაა. რატომ უნდა ვიფიქროთ საზღვარგარეთ წასვლაზე და იქ მუშაობაზე? ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ყოფნა. ამ სექტორს უნდა მიხედვა. მოგვცენ საშუალება ვიმუშაოთ ადამიანურად”,- ამბობს შალვა ლომთაძე.
გაფიცული მძღოლები კონკურენტუნარიანი შრომითი ბაზრის შექმნასაც ითხოვენ.
“ბაზარზე ერთი მოთამაშეა და რასა უნდა იმას აკეთებს. ამ კომპანიას კონკურენტი რომ გამოუჩნდეს ჩვენთვისაც კარგი იქნება. ან სახელმწიფო ჩაერიოს და როგორც არის მოწესრიგებულ ქვეყნებში ცხადდება ტენდერები და ტაქსოპარკები კეთდება ისე გაკეთდეს”- აცხადებენ მძღოლები.
ქუთაისში ტაქსი “მაქსიმის” მძღოლები მეორე დღეა გაფიცულები არიან.