ქუთაისში ტაქსის კომპანია “მაქსიმის” მძღოლები
მეორე დღეა გაფიცულები არიან. მძღოლები ტარიფის გადახედავს ითხოვენ. მათი თქმით, არსებული სატარიფო სისტემით მუშაობა შეუძლებელია და საწყისი თანხა 2 ლარიდან უნდა იწყებოდეს. ამასთანავე, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, 12-მდე მძღოლს კომპანიამ მობილური ტელეფონი დაუბლოკა.