ქუთაისში ტაქსის კომპანიაში “მაქსიმი” მძღოლების პროტესტს პასუხობენ.
კომპანიის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, დავით ქურჩიშვილის თქმით, ტაქსით მგზავრობის ღირებულების გაზრდას არ აპირებენ:
“კომპანიაში ფასების გაზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელზე. არის ეკონომ კლასის ტაქსი, რაც სახელიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ არის შედარებით დაბალი ფასი, ვიდრე სხვაგან. ეს ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ გაიზარდოს შეკვეთების რაოდენობა და მომხმარებელმა იაფად, ხელმისაწვდომი ტარიფით იმგზავროს.”
პროტესტის ფონზე კომპანიაში აცხადბენ, რომ მზად არიან გაფიცულ მძღოლებს შეხვდნენ და პრობლემის გადაჭრის გზებზე შეთანხმდნენ.