ქუთაისში ტაქსის კომპანიის “მაქსიმი” მძღოლები
ისევ გაფიცულები არიან. ისინი ტარიფის გაზრდას ითხოვენ. “მომსახურების ტარიფებია ძალიან დაბალია. ვერც მანქანების ტექნიკურად მოწესრიგებას ვახერხებთ და შემოსავალიც ძალიან ცოტაა”- აცხადებენ გაფიცული მძღოლები.
ისინი კომპანიას ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლები ქუთაისში გუშინ გაიფიცნენ.
კომპანიამ ტარიფები 2016 წელს მძღოლების გაფიცვის გამო შეცვალა.