ქუთაისში, სუნელებითა და სანელებლებით მოვაჭრეები პროდუქტის
რეალიზაციის ახალ წესებს აპროტესტებენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოავლინა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო არ აკონტროლებდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი სუნელების და სანელებლების წარმოება – გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდა. მოვაჭრეები ფირობენ, რომ ახალი რეგულაციები მათ უმუშევარს დატოვებს. დეტალები მოისმინეთ სიუჟეტში.