ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა,
ა(ა)იპ სპეციალურ სერვისებთან ერთად გარემოვაჭრეთა დახლების დემონტაჟი განახორციელა. ქუთაისის მერიის პრესსამსსახურის ინფორმაციით, დასუფთავდა ტერიტორია, სადაც ამ დრომდე უნებართვო ვაჭრობა მიმდინარეობდა.
“ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით არცერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს შესთავაზებენ, ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ბაზრობებზე.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა პირველი მარტიდან დაიწყო. გარევაჭრობა ნებადართული არ არის ცენტრალური ბაზრის, ე.წ “პასაჟებისა” და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიებზე.