22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.

 

ამ დღეს გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები იმართება.

დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, ამჟამად კი ამ დღის აღნიშვნას 193-ზე მეტი ქვეყანა უერთდება.

1970 წლის 22 აპრილს ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.

მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს ერთკვირიანი აქტივობებით, რომელიც გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რის წინაშეც მსოფლიო დგას.

საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული ჯგუფი მოუწოდებს მოსახლეობას, მოუარონ დედამიწას, ტარდება გამწვანებისა და დასუფთავების აქციები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *