ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე
მონპლაზირის თაღთან სტენსილების გადახატვის თემას გამოეხმაურა. როგორც თვალთვაძემ განმარტა, ქუთაისის მერიას ორგანიზაიცასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. თვალთვაძის თქმით, ამ ეტაპზე თანამშრომლობის ფორმაზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ქალაქში ბანერები განთავსდეს.
“დღეს დილიდან მე და დავით ჩხობაძემ შემოვიარეთ ადგილები. თვითმიზანი არ ყოფილა აღნიშნული სტენსილების გადახატვა. “ვორლდ ვიჟენთან” აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ესკიზები გაცილებით ხარისხიანი იყო, ვიდრე უკვე შესრულებული ნახატები,”-განაცხადა თვალთვაძემ.
შეგახსენებთ, რომ მონპლაზირის თაღთან მიუსაფარ ბავშვთა თემატიკაზე შექმნილი სტენსილი დედა ენის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრით გადაიხატა.