,,აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულმა სპეციალურმა ხაფანგებმა ადგილზე აზიური ფაროსანას არსებობა არ დაადასტურა“, – ამის შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე აცხადებს. ზურაბ ლიპარტიას თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველო რისკის ზონას არ წამოადგენს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ლიპარტია აღნიშნავს, რომ აქ მავნებელი ხაფანგების საშუალებით უკვე დააფიქსირეს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ტემპერატურა კვლავ ცვალებადია, არამასშტაბურად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც აზიური ფაროსანას გააქტიურება შეინიშნება, შესაბამისი ღონისძიებები მომდევნო კვირიდან დაიწყება.
ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე
მედიაპროდუქტი მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.