ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა
multicat=76 ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს. აღნიშნული ნამუშევრები ნახატებს, თექისა და თიხისაგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს მოიცავს. წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში ჯამში 29 სკოლის 50-მდე მოსწავლის ნამუშევარი გამოიფინა.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ წარმოედგინათ და როგორ ფიქრობდნენ ბავშვები ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. დღეს ამ ბავშვებს ძალიან ბევრი მითები ესმით. გვინდოდა დაგვენახა, რამდენად სწორად ხედავენ ბავშვები ამ ურთიერთობებს,”-განაცხადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.
ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები იმერეთში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.