ქუთაისის მერიის
შენობის წინ გაზონზე დარგული ვარდები მოიპარეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, მოპარულია ათი ძირი ვარდი. მათივე თქმით, საქმეზე რეაგირებას შესაბამისი უწყებები მოახდენენ.
“მომხდარს პოლიციას გადავცემთ და სამართალდამცავები იქნებიან საქმის კურსში,”-განაცხადა ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია გამწვანების აქციის ფარგლებში, ვარდებისა და მცენარეების დაგვას ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ახორციელებს. ვარდები უკვე განთავსდა ქალაქის ცენტრალურ ბულვარსა და მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ. ასევე, უსაფრთხოების კუნძულებზე ქალაქის მასშტაბით, მათ შორის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.