პროფესიული საქმიანობის
დროს დაღუპულ ერთ მეშახტეს ტყიბულში დღეს დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მეშახტე კი 10 აპრილს, სამშაბათს დაასაფლავეს.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს, გამთენიისას გვირაბი ჩამოიშალა, რა დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შახტი, სადაც 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.