“თეთრი ხიდის” რეაბილიტაციისათვის
ტენდერი თავიდან გამოცხადდა. სამუშაოების ჩასატარებლად 444 ათას 966 ლარია გამოყოფილი. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელმა” “თეთრი ხიდი”-ს რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში. ასევე ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
“თეთრ ხიდზე” განსახორციელებელი სამუშაოები არ შეცვლილა და მასზე დეკორატოული თეთრი ქვების მოწყობა ისევ იგეგმება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა მოხდეს არსებული ლამპიონების შეკეთება, ნაკლული ლითონის დეტალების და შუშების აღდგენა, არსებული ლამპიონის ძირის მოპირკეთება ბუნებრივი გრანითის ფილებით სისქით 6 სმ. არსებულ ლამპიონებზე მიმართულებიანი წერტილოვანი პროჟექტორების მოწყობა ნათების მანძილი 25 მტ. დეკორატიული ქვების გასანათებლად.
წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, შესაბამისად ჩიაშალა.
ახლადგამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყება და 24 აპრილს დამთავრდება.