“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურასა და ზესტაფონში ყოველწლიურ
სასკოლო ოლიმპიადას იწყებს. პროექტის სახელწოდებაა – “ეკოლოგიკა”, რომელიც ინტელექტუალურ- გასართობი და ეკოლოგიური შინაარსისაა და ორივე რეგიონის 76 სკოლას აერთიანებს.
პროექტი ზესტაფონისა და ჭიათურის სასწავლო დაწესებულებების 8-11 კლასელი მოსწავლეებისთვის ხორციელდება. პროექტის 15 აპრილს დაიწყება და 15 ივნისამდე გაგრძელდება. როგორც “ჯორჯიან მანგანეზში” აცხადებენ, სკოლები ერთმანეთს სამ მიმართულებაში შეეჯიბრებიან:
“პირველი ეტაპზე – ინტელექტუალურ თამაშში მოწაფეებმა საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ კითხვებს უნდა უპასუხონ; მეორე ეტაპი სათავგადასავლო ტურნირს მოიცავს, რომლის ფარგლებშიც, კონკრეტული ეკოლოგიური პროექტის თემის ამსახველი სლოგანის მოსაპოვებლად, სახალისო შეჯიბრი გაიმართება; ხოლო, მესამე ეტაპი სწრაფ, ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს – მოსწავლეებმა მხატვრულ ნაწარმოებებში სწრაფად უნდა აღმოაჩინონ შეცდომები და დაასახელონ ისინი.
“პროექტში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა სპეციალური გასაღები, რომლის საშუალებითაც ის სკივრში ჩადებულ სლოგანს მოიპოვებს. ეს სლოგანები რეგიონებისთვის განკუთვნილ ეკოლოგიური პროექტების დავალებებს აერთიანებს (მოცემულია სახელწოდებების სახით).
ფინალურ შეჯიბრში გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცემათ, ეკოლოგიურ თემებზე კონკრეტული პროექტები საკუთარი ხედვით წარმოადგინონ, რასაც, პროექტის სამივე ეტაპის დასრულების შემდეგ, “ჯორჯიან მანგანეზი” რეგიონებში გამარჯვებული მოსწავლეების ჩართულობით განახორციელებს.
პროექტი შემეცნებითი, მასშტაბური და ინტერაქტიულია და ის მოსწავლეების განვითარებასა და მათთვის მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. ამის გარდა, ეს არის სოციალურად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კონკრეტულ შედეგ” მოწოდებულ ინფორმაციაში.
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” გამარჯვებული მონაწილეებისთვის ფასიან საჩუქრებს დააწესებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, ასევე – მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.