ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე.
როგორც რადიო “ძველი ქალაქისთვის” გახდა ცნობილი ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. წყალტუბოს-ქუთაისის გზაზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია და ავტომობილები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია 276-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით.