საზოგადოება
საქართველო - აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე

როგორ ვებრძვით აზიურ ფაროსანას

ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები - ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად  იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად?

საქართველოში ბაღლინჯო  2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც.

იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად არ კონტროლდება, დღის წესრიგში, ერთ-ერთ საკითხად, ქვეყანაში აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანის თემაც დადგა.


რა ხდება ანასეულის ლაბორატორიაში

ბაღლინჯოს გამოჩენამ ქვეყანას ფიტოსანიტარიის გაძლიერებისაკენ უბიძგა. სოფლის მეურნეობის უწყების პირველი პირის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს დარგის განვითარება პრიორიტეტულ საკითხებშია. მინისტრი ამბობს, რომ ქართველ ენტომოლოგებს ევროსტანდარტების შესაბამისი კვლევების ჩატარების საშუალება უნდა ჰქონდეთ.

სწორედ ამიტომ ანასეულის ლაბორატორიის გადაიარაღება დაიწყო. აქ მეცნიერები საქართველოში აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ კვლევებს განახორციელებენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი ენტიმოლოგებისთვის ჩვენს ქვეყანაში ბაღლინჯოსათვის ბუნებრივი მტრის გაჩენა იქნება. ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში მოცემული რისკებიდან გამომდინარე, თემა სიღრმისეულად უნდა შეისწავლონ.


,,ვინ“ იქნება მტერი?

აზიური ფაროსანასთვის ბუნებრივი მტრის გაჩენის საკითხზე აქტიურად მუშაობენ ქვეყნებიც, რომელთათვისაც მავნებელი ასევე ახალ და მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაში გამოსავლად სამურაი კრაზანას გავრცელებას მიიჩნევენ. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ მწერი აზიური ფაროსანას კვერცხების რაოდენობას 60-90%-ით ამცირებს.

აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მცირე რაოდენობით სამურაი კრაზანას პოპულაცია ბუნებრივად არსებობს. მიუხედავად ამისა, ამერიკელი სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ ამბობენ თუ როგორ გავლენას მოახდენს გარემოზე სამურაი კრაზანას ხელოვნური გავრცელება.

მწერს აკვირდებიან შვეიცარიაშიც. მიმდინარე ექსპერიმენტის გასაცნობად ქალაქ დელემონში მდებარე ლაბორატორიას  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელის ლევან უჯმაჯურიძის განმარტებით, იაპონური კრაზანას ჩვენს ქვეყანაში შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ეს სიღრმისეულ კვლევებს მოითხოვს.


მითები პოტენციურ მტერზე

იაპონური კრაზანა შეამცირებს ქართული ფუტკრის პოპულაციას, მისი ნაკბენი კი შეიძლება საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ადამიანისთვის - ეს ის ძირითადი მითებია, რომლებიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში მწერთან დაკავშირებით გავრცელდა.

ლევან უჯმაჯურაძე ამბობს, რომ იაპონური კრაზანა, შემოყვანის შემთხვევაში, არ შეუქმნის საფრთხეს ქართული ფუტკრის პოპულაციას. იგი არ ესხმის თავს არც მწერებს და არც ადამიანებს.

მწერი კი, რომლის ფოტოებიც ქართულ საიტებზე ვრცელდება როგორც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი, რეალურად  წყლის გიგანტური ბაღლინჯოა. იგი სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში ბინადრობს, შესაბამისად აზიურ ფაროსანასთან არავითარი კავშირი არ აქვს და რასაკვირველია, მისი არც საქართველოში შემოყვანის საკითხი განიხილება.

რაც შეეხება სამურაი კრაზანას,  ის 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია. უმეტესად, 90 %-ზე მეტ შემთხვევებში, აზიანებს მხოლოდ ფაროსანას კვერცხს. „სამურაი კრაზანა“ საკუთარ კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხში დებს, საიდანაც 3 კვირის შემდეგ არა ფაროსანა, არამედ “სამურაი კრაზანა” იჩეკება.

სოფლის მეურნეობის უწყებაში განმარტავენ, რომ კვლევების სრული ციკლის ჩატარებამდე სახელმწიფო აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის შემოყვანაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს. სპეციალისტები მედიასაშუალებებსაც მოუწოდებენ თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხის გაშუქებისას, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.


ეკატერინე მამამთავრიშვილი

 

სტატია  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ისმხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

FaceBook Twitter Google
თეგები ფაროსანა /
ამავე კატეგორიაში
ზესტაფონში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდება.
20:00 / 05.12.2019
ზესტაფონში უფასო სკრინინგული კვლევები ჩატარდება.
ქუთაისში, დროშის აღსამართავად გამოცხადებულ ტენდერში, შპს
17:45 / 04.12.2019
ქუთაისში, დროშის აღსამართავად გამოცხადებულ ტენდერში, შპს "გი-ან 2011"-მა გაიმარჯვა. კომპანია
ქუთაისში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი
21:19 / 03.12.2019
ქუთაისში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15:16 / 03.12.2019
"ძალადობის მსხვერპლი ქალების მიმართვიანობა და შემაკავებელი
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 1 - 7 °C
img
ქუთაისი 3 - 14 °C
img
ბათუმი 6 - 11 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019
ქუთაისში ევროპაში წარმატებით მოღვაწე ტენორი, ირაკლი კახიძე, იმღერებს
ბათუმის ოპერის თეატრის სოლისტი, ევროპის სხვადასხვა თეატრებში მოღვაწე
00:04 / 01.12.2019