ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის

ქალთა მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ისაუბრეს. 

“წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო ცენტრი/ქუთაისის” ფსიქოლოგმა თეა ფანჩულძემ ქალთა მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზე, ფორმებზე ისაუბრა და კონკრეტული მაგალითები გააცნო.

ფიქოლოგიური ძალადობის ფორმებად დამცირება, უხეში დამოკიდებულება და მესკაუთრეობა, აგრეთევე დაშენება, მუქარა.

“პირველად ხდება ძალადობის ეკალაცია.შესაბამისად უფრო მსუბუქი ფორმებით იწყებს მოძალადე ამის განხორციელებას. ცინიკური დამოკიდებულებებითა  და შეფასებებით, არ გაშვებით ახლობლებთან, ნათესავებთან, სამსახურის შეზღუდვა. ეს მოძალადის პოზიციაა. მსხვერპლის პოზიცია კი არის მიმღებლობა ამ ფაქტის მიმართ და ზოგ შემთხვევაში ამას იმით ხსნიან, რომ უყვართ და ამიტომ სულ მასთან უნდა ყოფნა, ეჭვიანობს და ამიტომ არ უშვებს და ა.შ.”- ამბობს ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე.

ძალადობის შემთხვევები, ეს იქნება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური უარყოფითად აისახება ამგვარ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებზე. როგორც თეა ფანჩულიძე ამბობს, პირად პრაქტიკაში ჰქონია შემთხვევა, როდესაც მშობელს მასთან ბავშვი მიუყვანია, თუმცა პრობლემის გამომწვევი მიზეზი დაუმალავს. ფსიქოლოგი გამოსავალს ბავშვების ამგვარი სიტუაციიდან გარიდებაში ხედავს, რადგან  როგორც ამბობს, მკურნალობას ისევ დაძაბულ და ძალადობრივ გარემოში ყოფნის დროს აზრი არ აქვს.

დისკუსია ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა. ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *