ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტის მიხედვით,
რადიო “ძველი ქალაქი” გთავაზობთ გასულ წელს ქუთაისში გარემოს დაცვისათვის დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია აწერს, გარემოს დაცვის ხარჯები შეადგენს 6 მილიონ 558 ათას 700 ლარს. აქედან დაზუსტებული გეგმა შეადგენს 6 მილიონ 872 ათას 600 ლარს (95,4%).
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდა ნარჩენების გატანა –
54606,6 ტ და 40462,2 მ3; დაიგვა – 864093,7 ათასი მ2.
დაიხაზა”ზებრა”, ღერძულა ხაზი,სიჩქარის შემზღუდავი და მიმართველების მაჩვენებელი – 583 მ2; სიჩქარის შემზღუდავი
ბარიერი – 233 მ
სულ მოიჭრა – 2037 ძირი ხე.
უმეთვალყურეო ცხოველების თავშესაფარში შეიყვანეს – 1946 სული; აცრა ჩაუტარდა 1946 სულს; ოპერაცია – 1799 სულს; კასტრაცია – 1089 სულს; სტერილიზაცია – 750 სულს.
გაშვილდა – 119 ძაღლი; გაშვილდა – 106 ლეკვი, ევთანაზია ჩაუტარდა 38 ძაღლს.
გაიწმინდა სანიაღვრე არხი – 32050 მ; გაიწმინდა სანიაღვრე ცხაური – 1875 ც; დამონტაჟდა ცხაური – 475 ც; დამონტაჟდა ცხაურის ჩარჩო – 47 ც; დამონტაჟდა ჭა D–1000 – 17 ც; დამონტაჟდა ჭა D–800 – 4 ც; დამონტაჟდა სანიაღვრე არხი – 898ც.
“ქალაქის გამწვანების, მოვლა – პატრონობისა და სკვერების კეთილმოწყობის პროგრამა – დაიხარჯა 595 ათას 700 ლარი, გეგმა (888,6 ათასი ლარი) შესრულდა 67%-ით; განხორციელდა”საფიჩხიის” ტერიტორიულ ორგანოში სკვერის მოწყობა, ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისა და ექსპლოატაციის ხარჯებმა შეადგინა -530285,48 ლარი.”- წერია დოკუმენტში.