ქუთაისში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის
რეგიონულ ოფისში საგამოფენო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი გარემონტდება. აღნიშნულის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, ახალი დარბაზი თანამდეროვე სტანდარტებით აღიჭურვება და ადგილზე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმების მოწყობა იქნება შესაძლებელი.
“ძველი დარბაზი გარემონტდება და თანამდეროვე სტანდარტებით აღიჭურვება, ქუთაისის ოფისშიც შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ბიზნეს ფორუმების ჩატარება. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ბელარუსის ერთ-ერთი ოლქიდან ჩამოვიდნენ სტუმრები, ასეთ დროს უმჯობესია რომ მათ რეგიონულმა პალატამ უმასპინძლოს,”-განაცხადებს პრესსამსახურში.
საგამოფენო და საკონფერენციო სივრცის მოწყობას მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო სამრეწველო პალატა უზრუნველყოფს. სამუშაოები მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყება და სამ თვეში დასრულდება.