შპს “ჯორჯიან მანგანეზი” მწუხარებას გამოთქვამს
შუქრუთის მაღაროში მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.
შეგახსნებეთ, წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა.
მამაკაცის მაღაროდან გამოყვანის სამაშველო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა, სადაც ჩართულები იყვნენ ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.